09:06 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-12 14:32:59, 769 ნახვა

სამართალი
2020 წელს ოჯახურ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნა 4633 პირის მიმართ დაიწყო

2020 წელს ოჯახურ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნა 4633 პირის მიმართ დაიწყო.

გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის თქმით, პროკურატურა ოჯახურ დანაშაულში ბრალდებული პირების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს და უარს ამბობს ქალთა მიმართ ძალადობის ჩამდენი პირების მიმართ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებაზე.

ასევე გაზრდილია ოჯახურ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი, რაც წინა წლებთან შედარებით ფაქტიურად გაორმაგდა. 2020 წელს ოჯახურ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 4633 პირის მიმართ.

„გაზრდილია პროკურორთა მიერ ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელი. 2020 წელს სასამართლოში წარდგენილი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობებიდან 94% იყო პატიმრობის მოთხოვნა“, - განაცხადა შოთაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics