2021-01-10 15:31:11, 490 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტი „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით, სავარაუდოდ, ხვალ დაამტკიცებს
პარლამენტი „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით, სავარაუდოდ, ხვალ დაამტკიცებს.
პროექტს ჯერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილავენ, შემდეგ კი სასესიო სხდომაზე უყრიან კენჭს.
როგორც ცნობილია, აქტი 80-მდე მუხლს შეეხება და 1 500-მდე მსჯავრდებულზე გავრცელდება.
კანონპროექტის პირველი კენჭისყრა 30 დეკემბერს, მეორე კი 5 იანვარს გაიმართა და ორივე შემთხვევაში, დეპუტატებმა დოკუმენტს ერთხმად დაუჭირეს მხარი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,