12:10 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-08 09:40:10, 796 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი ყურადღება ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემისკენაა მიმართული

ახალი ადმინისტრაციის ინაუგურაცია 20 იანვარს ჩატარდება, ახლა ჩემი ყურადღება ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემისკენაა მიმართული, - ამის შესახებ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ტვიტერის“ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს.

როგორც მან აღნიშნა, ყველა, ვინც კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრა, კანონდარღვევისთვის პასუხს აგებენ.

„თითოეული ამერიკელის მსგავსად, აღშფოთებული ვარ ძალადობითა და უკანონო ქმედებით. ამერიკა იყო და ყოველთვის იქნება კანონისა და წესრიგის ქვეყანა. დემონსტრანტებმა, რომლებიც კაპიტოლიუმში შეიჭრნენ, შეურაცხყვეს ამერიკული დემოკრატიის ადგილსამყოფელი. მივმართავ მათ, ვინც ამ ძალადობასა და ნგრევაში მონაწილეობდა: თქვენ არ წარმოადგენთ ჩვენს ქვეყანას, მათ, ვინც კანონი დაარღვია: ამისთვის გადაიხდით“,- განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ცნობისთვის, ვაშინგტონში, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა, არეულობის შედეგად კი ოთხი ადამიანი დაიღუპა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics