12:09 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-08 01:11:30, 597 ნახვა

მსოფლიო
ნენსი პელოსი ტრამპის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს

ამერიკის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი მოუწოდებს მოქმედ ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს და მის ოფისს, რომ კონსტიტუციის 25-ე შესწორების მიხედვით იმოქმედონ და დაუყოვნებლივ გადააყენონ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. 

სპიკერმა დონალდ ტრამპის კაბინეტის წევრებს მიმართა.

„დგანან ისინი ამ ქმედებების გვერდით? მზად არიან ისინი, რომ თქვან, მომავალი 13 დღის განმავლობაში ეს საშიში კაცი უფრო მეტად არ დააზარალებს ჩვენს დემოკრატიას? თუ ვიცე-პრეზიდენტი და კაბინეტის წევრები არ იმოქმედებენ, კონგრესი მზად უნდა იყოს იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად. იმის მიუხედავად, რომ მხოლოდ 13 დღეა დარჩენილი, ნებისმიერი დღე შესაძლოა, საშინელებათა შოუდ იქცეს“, – განუცხადა ნენსი პელოსიმ მედიას.

იმ შემთხვევაში, თუ დონალდ ტრამპს უფლებამოსილებას შეუჩერებენ, მის ადგილს 20 იანვრამდე, ანუ ინაუგურაციის დღემდე, მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი დაიკავებს. სწორედ პენსმა გამოაცხადა გუშინ, რომ არჩევნების შედეგების სერტიფიცირება მოხდა და გამარჯვებულები ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი არიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics