19:44 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-07 12:05:13, 928 ნახვა

პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - დროა, გაბედული ნაბიჯები გადაიდგას და დაიწყოს ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, აშშ-ში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა უნდა დაიწყოს.

როგორც სამადაშვილი „ფეისბუქის“ სოციალურ ქსელში წერს, იმპიჩმენტი დონალდ ტრამპს სამუდამოდ ჩამოაშორებს პოლიტიკას და შექმნის პრეცედენტს მომავლისთვის.

„დემოკრატიული სამყაროს წინააღმდეგ ომში, ტრამპი პუტინის უზარმაზარი გამარჯვება იყო. ცხადია, ეს ბევრ ადამიანს ესმოდა, ვინც ამაზე ხმამაღლა ვერ საუბრობდა. თუმცა ახლა, როდესაც რუსეთის ეს პოლიტიკური პროექტი, პრინციპში, ფიასკოთი დასრულდა და ინსტიტუციურმა მოწყობამ, რომელიც აშშ-ის დამფუძნებელმა მამებმა ორი საუკუნის წინ შექმნეს, იმუშავა, დროა, გაბედული ნაბიჯები გადაიდგას: 1. დაიწყოს ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა, ეს მას სამუდამოდ ჩამოაშორებს პოლიტიკას, ასევე პრეცედენტს შექმნის მომავლისთვის. 2. რუსეთის ჰიბრიდული ომი აშშ-ის წინააღმდეგ, დემოკრატიული პროცესების მანიპულირებით საკუთარი ამოცანების განხორციელება, აშშ-ის უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი უნდა გახდეს; 3. ძლიერი, ორპარტიული ინიციატივებით დაიწყოს აშშ-ის მორალური ავტორიტეტის აღდგენა მსოფლიოში“, - წერს სამადაშვილი.

ცნობისთვის, ვაშინგტონში, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა, არეულობის შედეგად კი ოთხი ადამიანი დაიღუპა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი - არსებობს საფრთხე,სიძულვილის ენასთან ბრძოლის იდეა გადაიქცეს კონტროლის მექანიზმად
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები: სამუშაო ჯგუფში საპატრიარქო ჩაერთვება
ელისაშვილი მდინარაძეზე: სინანული მაქვს, რომ უფრო არ შემოვარტყი ყურის ძირში მაგ გარეწარს
ევროსასამართლოს გადაწყვეტილება შსს-ს ხელს არ აძლევს, აზრის დევნის პრაქტიკა აწარმოოს - საია მილაძის საქმეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics