|
2021-01-07 01:16:24, 483 ნახვა
მსოფლიო
კონგრესის შენობა სპეცრაზმა დაცალა - ვაშინგტონში გადაადგილება აიკრძალა
კონგრესის შენობა ამ წუთებში დაცლილია, მაგრამ ყოველგვარი სამუშაო იქ ახლა შეწყვეტილია. ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს და კანონმდებლებს საფრთხე არ ემუქრებათ. დედაქალაქის მერმა საღამოს 6 საათიდან შინიდან გაუსვლელობის ბრძანება გასცა. ვაშინგტონის მერმა, მურიელ ბოუსერმა, 6 იანვარს ადგილობრივი დროით საღამოს 6:00 საათიდან 7 იანვრის დილის 6 საათამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადა და ქუჩაში გადაადგილება აკრძალა. განცხადებაში წერია, რომ კომენდანტის საათი არ ეხებათ აუცილებელ სამსახურში დასაქმებულ პირებს, მედიის წარმომადგენლებს. ტელეკომპანია "სი-ენ-ენი" ავრცელებს ვიდეოკადრებს, თუ როგორ ჩაამტვრიეს მათ კაპიტოლიუმის ფანჯრები და საკანონმდებლო ორგანოს შენობაში გადაძვრნენ. ამ დროს კონგრესში ორივე პალატა იყო შეკრებილი, რათა 3 ნოემბრის არჩევნებზე დემოკრატი ჯო ბაიდენის გამარჯვება საბოლოოდ გაეფორმებინათ. აღნიშნული ღონისძიება ძირითადად ცერემონიულ ხასიათს ატარებს და საუკუნეების წინ დამკვიდრებული ტრადიციაა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)