2021-01-06 14:09:03, 687 ნახვა
პოლიტიკა
საფრანგეთის პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტული მიანიჭა
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტული მიანიჭა.
მის შესახებ ნათქვამია საფრანგეთის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განკარგულებაში.
ცნობისთვის, საპატიო ლეგიონის ორდენი არის ჯილდოა, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი უდიდესი სამხედრო და სამოქალაქო მიღწევებისთვის ანიჭებს ადამიანებს.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან