|
2021-01-06 11:40:31, 866 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის კონგრესი დღეს ერთობლივ სხდომას გამართავს და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს დაამტკიცებს
აშშ-ის კონგრესის სენატი და წარმომადგენელთა პალატა დღეს ერთობლივ სხდომას გამართავს, რომელზეც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დამტკიცდეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სხდომის პარალელურად, ვაშინგტონში დონალდ ტრამპის მხარდამჭერები მასშტაბურ საპროტესტო აქციას გამართავენ. დაგეგმილი აქციის გამო, ქალაქში პოლიციასთან ერთად ეროვნული გვარდიის დანაყოფებიც იქნებიან მობილიზებული. „რესპუბლიკელი“ კონგრესმენები ზოგიერთ შტატში არჩევნების შედეგების გაპროტესტებას აპირებენ. ისინი დარღვევების გამოსაძიებლად ორპარტიული საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ, რასაც კონგრესის ორივე პალატის თანხმობა სჭირდება. წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას „დემოკრატები“ ფლობენ, რის გამოც „რესპუბლიკელი“ კონგრესმენების მცდელობა, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააპროტესტონ, უშედეგო იქნება. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 3 ნოემბერს, აშშ-ში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების თანახმად, დემოკრატმა კანდიდატმა ჯო ბაიდენმა ამომრჩეველთა კოლეგიის 306 ხმა მიიღო, ხოლო რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა 232 ხმა მოიპოვა.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)