2021-01-05 22:07:09, 622 ნახვა
მსოფლიო
დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 60 916 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 60,916 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
მათი ცნობით, გასულ დღე-ღამეში ვირუსით კიდევ 830 პაციენტი გარდაიცვალა.
ცნობისთვის, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ჯამში 2 მილიონზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, მათგან 76 305 პაციენტი გარდაიცვალა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,