23:28 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-05 17:38:46, 852 ნახვა

კომენტარი
TDI – საპატრიარქომ და ხელისუფლებამ ანტისემიტიზმი, ებრაელებისა და მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება უნდა დაგმონ

TDI-ში აცხადებენ, რომ საპატრიარქო არ აღიარებს, რომ მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის ქადაგება ანტისემიტურ შინაარსს შეიცავდა.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, საპატრიარქომ და ხელისუფლებამ ანტისემიტიზმი, ებრაელებისა და მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება უნდა დაგმონ.

 „საჭიროდ მივიჩნევთ, კიდევ ერთხელ გამოვეხმაუროთ ქუთაის-გაენათის ეპარქიის ეპისკოპოსის, საქართველოს საპატრიარქოს განათლების ცენტრის ხელმძღვანელის, მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის ანტისემიტურ განცხადებებსა და უფლებადამცველების უსაფუძვლო კრიტიკას.

დღემდე საქართველოს საპატრიარქო არ აღიარებს, რომ მიტროპოლიტის ქადაგება შეიცავდა ანტისემიტურ შინაარსს და ამ განცხადებების გამო ბოდიში არავის მოუხდია. მიტროპოლიტ იოანეს განმარტების მიხედვით, “ურწმუნო მოდგმაში” მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ კრიტიკულად განწყობილი უფლებადამცველები იგულისხმებიან, ხოლო მის მიერ ქადაგებაში მოყვანილი რელიგიური ანტისემიტიზმის მაგალითები მხოლოდ “ისტორიული ფაქტებია.”

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შეუწყნარებლობისა და ანტისემიტიზმის ნებისმიერი გამოვლინება, მით უფრო თუკი ის გავლენიანი ინსტიტუციის მხრიდან ვრცელდება, ქმნის სიძულვილისა და  ძალადობის ახალი კერების გაჩენის საფრთხეს. ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია, საქართველოს საპატრიარქომ მკაფიო პოზიცია გამოხატოს მიტროპოლიტ იოანეს განცხადებასთან დაკავშირებით და კრიტიკულად შეაფასოს იგი.

საპატრიარქომ და ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა დაგმონ ანტისემიტიზმი და ებრაელებისა და უფლებადამცველების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება და გაავრცელონ ტოლერანტობის, ადამიანის უფლებების პატივისცემის, დისკრიმინაციის აკრძალვის მხარდამჭერი განცხადებები“, - განაცხადეს ორგანიზაციაში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics