09:05 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-05 13:59:52, 567 ნახვა

მსოფლიო
ორპარტიული ომი ჯორჯიის მოსაგებად დღეს დასრულდება

ჯორჯიის შტატში დღეს სენატის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. დღევანდელ შედეგებზე იქნება დამოკიდებული, შეინარჩუნებენ თუ არა სენატში უმრავლესობას რესპუბლიკური პარტია.

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჯორჯიაში აქციები გამართეს. ჯორჯიაში ჩავიდა არჩეული ვიცე პრეზიდენტი კამალა ჰარისიც.

როგორც ქალაქ ატლანტაში ჯო ბაიდენმა ამომრჩევლებს განუცხადა, ჯორჯიის არჩევნების შედეგები განსაზღვრავს კურსს არა მხოლოდ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, არამედ მთელი მომავალი თაობისთვის. მან აღნიშნა, რომ ჯორჯიის შტატში 3 ნოემბერს ამომრჩეველთა რეკორდული აქტივობა დაფიქსირდა. „ახლა ჩვენ კვლავ გვჭირდება თქვენი რეკორდული რაოდენობის ხმა“, – აღნიშნა არჩეულმა პრეზიდენტმა.

მოქმდმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი ამომრჩეველთან შეხვედრა შტატის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ დელტონში გამართა. მან კიდევ ერთხელ უარყო 3 ნომბერს არჩევნების წაგება. მან საპრეზიდენტო არჩევნებს კვლავ გაყალბებული უწოდა.
„არ არსებობს, რომ ჩვენ ჯორჯიაში წავაგეთ. მე ორ არჩევნებში ვმონაწილეობდი და ორივეში გავიმარჯვე“, – აღნიშნა ტრამპმა.
„დემოკრატები ცდილობენ, თეთრი სახლი მოგვპარონ, თქვენ ეს არ უნდა დაუშვათ. თქვენ უბრალოდ ვერ დაუშვებთ, რომ მათ აშშ-ის სენატი მოიპარონ“, – განაცხადა აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა.
არჩეულმა ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა, თქვა, რომ ტრამპის ქმედება, არის დამანგრეველი და ჯორჯიის შტატზე უპრეცედენტო ზეწოლა. "პრეზიდენტი იყენებს თავის უფლებამოსილებას ბოროტად, თუმცა ეს არის განწირული ადამიანის ხმა" - აღნიშნა ჰარისმა.
დემოკრატებს - რაფაელ ვორნოქსა და ჯონ ოსოფს, სენატში ადგილების დასაკავებლად, რესპუბლიკელი კელი ლოეფლერისა და დევიდ პერდიუს დამარცხება მოუწევთ.
სენატორობის დემოკრატი კანდიდატი ამბობს, რომ რესპუბლიკელ ოპონენტებს, მარტივად გამარჯვების იმედი ჰქონდათ.

“ამ რესპუბლიკელ სენატორებს ჰქონდათ პრეტენზია, რომ იოლად მიაღწევდნენ კიდევ ერთ გამარჯვებას” - აცხადებს ჯონ ოსოფი.
3 ნოემბერს გამართულ არჩევნებში, სენატში ჯორჯიის წარმომადგენელების ვინაობა ვერ გამოვლინდა, რადგან ვერცერთმა კანდიდატმა, ხმათა უმრავლესობის მიღება ვერ შეძლო. ამიტომ, ჯორჯიაში მეორე ტური დღეს მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics