|
2021-01-05 12:33:35, 627 ნახვა
საზოგადოება
თსსუ-ს პროფესორის განცხადებით, დღეისათვის კორონავირუსის 1200-მდე მუტაციაა დაფიქსირებული
დღეისათვის კორონავირუსის 1200-მდე მუტაციაა დაფიქსირებული, - ამის შესახებ თსსუ-ს პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ, „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, კორონავირუსმა თვის განმავლობაში, შესაძლოა, მინიმუმ 2 მუტაცია განიცადოს. „პირველ რიგში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვირუსის მუტაცია, რომელიც ახლა გახდა საკმაოდ აქტუალური. კორონავირუსის მუტაცია უკვე ფიქსირდება მას შემდეგ, რაც ვირუსი ჩინეთის საზღვრებს გასცდა. ის ვირუსი, რომელიც ახლა ცირკულირებს, სრულიად განსხვავებულია იმ ვირუსისგან, რომელიც ცირკულირებდა ჩინეთში ნოემბრისა და დეკემბრის პერიოდში. კორონავირუსის პირველი მუტაცია დაფიქსირდა ევროპაში თებერვლის თვეში, რომელიც ზაფხულში ამერიკის შეერთებულ შტატებშიც გავრცელდა და გამოიწვია კორონავირუსის შემთხვევების მატება. ამის ერთ-ერთი მაგალიათია ჰიუსტონის შტატი. ზოგადად კორონავირუსს აქვს გამოხატული მიდრეკილება მუტაციისადმი. დღეისათვის კორონავირუსის 1200-მდე მუტაციაა დაფიქსირებული, ოღონდ ეს მუტაციები ხანმოკლეა და მათი ზეგავლენა გადამდებლობის ან მეტი ლეტალობის თვალსაზრისით დღემდე არ ყოფილა აღნიშნული“, - აღნიშნა ჩხაიძემ. მისივე თქმით, დღეისათვის კორონავირუსის 4 მუტაციაა ცნობილი, რომელმაც გარკვეული ცვლილება გამოიწვია. „მუტაცია არ გახლავთ იშვიათი მოვლენა. ითვლება, რომ კორონავირუსმა თვის განმავლობაში, შესაძლოა, მინიმუმ 2 მუტაცია განიცადოს, მაგრამ მათ შორის სულ რამდენიმე მუტაცია აღმოჩნდა, რომელმაც განაპირობა განსხვავებული კლინიკური მიმდინარეობა. ერთი არის ე.წ. 614 ვირუსი, მეორე, რომელიც ახლა ყველას აღელვებს ეს არის ბრიტანული ვირუსი, ე.წ. 117 ტიპის ვირუსი, რომელსაც ჩვენ სექტემბრის თვიდან ვაფიქსირებთ დიდ ბრიტანეთში, გარდა ამისა ასევე, ცნობილია და ძალიან აქტიურად შეისწავლება სამხრეთ აფრიკაში ვირუსის ახალი მუტაცია და ასევე, აფრიკის კიდევ ერთი ქვეყანა ნიგერია, სადაც დაფიქსირებულია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მუტაცია. დღეისათვის, ცნობილია კორონავირუსის 4 მუტაცია, რომელმაც გამოიწვია გარკვეული ცვლილება, მაგრამ ყველა ეს ცვლილება ძირითადად ეხება გადამდებობას“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
აქცია ვეკუას სკოლასთან
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)