2021-01-05 10:36:24, 612 ნახვა
მსოფლიო
მექსიკაში AstraZeneca-ს ვაქცინის გადაუდებელ შემთხვევებში გამოყენების ნებართვა გასცეს
მექსიკის წამლების ადმინისტრაციამ AstraZeneca-ს ვაქცინა გადაუდებელ შემთხვევებში გამოყენებისთვის დაამტკიცა, - ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ეს ქვეყანაში რიგით მეორე ვაქცინაა. მანამდე მეხიკომ Pfizer-ის გამოყენების ნებართვა გასცა და დეკემბრიდან ვაქცინაციაც დაიწყო.
ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა ახალი ვაქცინის დამტკიცებას და განაცხადა, რომ „მექსიკის წარმოება ძალიან მალე დაიწყება“.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან