|
2021-01-05 09:21:24, 974 ნახვა
რეგიონი
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ წოლაში ცეცხლის ახალი კერები გაჩნდა
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ონჭევის მიმდებარე ტერიტოროაზე ხანძარია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე განცხადებით, ადგილზე არსებული ძლიერი ქარის გამო, გამთენიისას სოფელ წოლის მიმდებარედ ცეცხლის ახალი კერები გაჩნდა. „სოფელ ონჭევში მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. გასულ საღამოს მოხდა ხანძრის კერების ლოკალიზება. ადგილზე არსებული ძლიერი ქარის გამო დღეს გამთენიისას გაჩნდა ახალი კერები სოფელ წოლის მიმდებარედ. განახლდა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია 45 მეხანძრე-მაშველი. ხანძრის გავრცელების არეალი პირველადი შეფასებით დაახლოებით 4 ჰექტარზე მეტია. ადგილზე იმყოფებიან რეგიონისა და ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, სიტუაცია კონტროლდება შესაბამისი უწყების მიერ“, - აღნიშნულია მუნიციპალიტეტის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)