20:50 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-04 19:46:09, 773 ნახვა

სამართალი
დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.

აღნიშნული ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ პენიტენციურ სამსახურში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, გიორგი ჯანაშიას გათავისუფლებამდე 11 თვითა და 4 დღით ადრე შინაპატიმრობა მიესაჯა.

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით მსჯავრდებულ გ.ჯ.-ს დანიშნული საპატიმრო სასჯელის (4 წლით თავისუფლების აღკვეთა) მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით - შინაპატიმრობით, 11 თვითა და 4 დღით ადრე. გ.  ჯ. პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2020 წლის 30 დეკემბერს.

ინფორმაციისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილებით 2020 წლის განმავლობაში დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი შინაპატიმრობით შეეცვალა 408 მსჯავრდებულს“, - განაცხადეს პენიტენციურ სამსახურში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
გვარამია: თუ ეს კანონი დაკმაყოფილდა, საბჭოთა მემკვიდრეობა დაამარცხებს ეროვნულ მოძრაობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics