20:42 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-04 14:14:56, 606 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერიაში შშმ პირთა საკურორტო ვაუჩერების მისაღებად განაცხადების შევსება იწყება

თბილისის მერიის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების პროგრამის“ ფარგლებში, 2021 წლის საკურორტო ვაუჩერის მისაღებად, სპეციალური განაცხადების შევსება 18 იანვარს დაიწყება და 19 აპრილს დასრულდება.

ვაუჩერი საქართველოს კურორტებზე სასტუმროს მომსახურების ხარჯების  დაფინანსებას ითვალისწინებს და მისი ღირებულება 800 ლარია. ვაუჩერით მოსარგებლე პირი სასტუმროსა და სერვისის პირობებს თავად ირჩევს. დასასვენებლად არანაკლებ ექვსი დღე-ღამეა განსაზღვრული.

საკურორტო მომსახურების ვაუჩერი გაიცემა თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არანაკლებ ბოლო ერთ წელს რეგისტრირებულ 3-დან 20 წლამდე ასაკის შშმ პირებზე. შშმ პირებს და მათ გამყოლებს ვაუჩერის გამოყენების შესაძლებლობა 2021 წლის პირველი მაისიდან 2021 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით ექნებათ.

ვაუჩერის მიღების მსურველებმა ან მათმა კანონიერმა წარმომადგენლებმა, 2021 წლის 18 იანვრიდან 2021 წლის 19 აპრილის ჩათვლით, უნდა მიმართონ თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურეის საქალაქო სამსახურს, უნდა შეავსონ ვაუჩერის მისაღებად დადგენილი ფორმის განაცხადი, რასაც თან უნდა დაურთონ: დაბადების/პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ცნობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არანაკლებ ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

თბილისის მერიამ ბოლო სამი წლის განმავლობაში, 3 800-მდე საკურორტო ვაუჩერი გასცა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics