18:58 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-04 14:11:13, 800 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - ვინც მიხვდება, რომ „ევროპული საქართველოს“ და „ნაცმოძრაობის“ ბულინგს არ უნდა დაექვემდებაროს, ყველა შემოვა პარლამენტში

თუკი ვინმე მიხვდება, რომ „ევროპული საქართველოს“ და „ნაცმოძრაობის“ ბულინგს არ უნდა დაექვემდებაროს, ყველა შემოვა პარლამენტში, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „პატრიოტთა ალიანსის შემთხვევა იყო ერთადერთი, როდესაც სია არ იყო ჩახსნილი და ამავდროულად სიის მომდევნო წევრები საჯაროდ აცხადებდნენ მზადყოფნას, შემოსულიყვნენ პარლამენტში.

„თუ იქნება მზადყოფნა იმ პარტიებში, სადაც სიები ჩახსნილი არ არის და აცხადებენ, რომ შედიან საქართველოს პარლამენტში, ჩემი აზრით, ჩვენ არც პოლიტიკურად გვაქვს უფლება, რომ მათ არ მივცეთ შემოსვლის საშუალება. სიის პირველი ნომრების  განცხადება იყო, რომ გასულიყვნენ და შემდგომი მომდევნო ნომრების, რომ შემოსულიყვნენ. აქედან გამომდინარე, ეს ერთადერთი შემთხვევა ჩვენ ზუსტად ისე, როგორც მათი ნება იყო, პროცედურული წესების თანახმად, დავაკმაყოფილეთ. თუკი ვინმე რაციონალურად და სახელმწიფოებრივად იფიქრებს და არა მხოლოდ კონკრეტული პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, თუკი ვინმე მიხვდება, რომ 2 პარტიის - ე.წ. ევროპული საქართველოს და ნაცმოძრაობის ბულინგს, მესიჯ ბოქსს, ნარატივს, დადგმულ სცენებს არ უნდა დაექვემდებაროს, ყველა შემოვა საქართველოს პარლამენტში. გასაკვირია, ხალხს, რომელსაც ქვეყნის მართვის პრეტენზია აქვს, როგორ შეიძლება ეშინოდეს და როგორ შეიძლება ექვემდებარებოდეს ევროპული საქართველოს თუ ნაცმოძრაობის ლიდერების ბულინგს?! ჩემი აზრით,  საბოლოოდ ეს მოჯადოებული წრე გაირღვევა და რაციონალური და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, ისინი შემოვლენ საქართველოს პარლამენტში“, -აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი - არსებობს საფრთხე,სიძულვილის ენასთან ბრძოლის იდეა გადაიქცეს კონტროლის მექანიზმად
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები: სამუშაო ჯგუფში საპატრიარქო ჩაერთვება
ელისაშვილი მდინარაძეზე: სინანული მაქვს, რომ უფრო არ შემოვარტყი ყურის ძირში მაგ გარეწარს
ევროსასამართლოს გადაწყვეტილება შსს-ს ხელს არ აძლევს, აზრის დევნის პრაქტიკა აწარმოოს - საია მილაძის საქმეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics