2021-01-04 12:06:27, 3512 ნახვა
ომი უკრაინაში
კვიპროსში კორონავირუსის ახალი შტამის 12 შემთხვევა დაფიქსირდა
კვიპროსში კორონავირუსის ახალი შტამის 12 შემთხვევა დაფიქსირდა.
ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ვირუსი იმ ადამიანებს დაუდგინდათ, რომლებმაც ბრიტანეთში იმოგზაურეს.
კვიპროსში, ბოლო სამი კვირის განმავლობაში, კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდა ფიქსირდება. კუნძულზე შემთხვევების რიცხვმა დღეში 600-ს გადააჭარბა. კვიპროსში დღემდე კორონავირუსის 23 974 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 131 ადამიანი გარდაიცვალა.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან