2021-01-04 11:27:28, 1397 ნახვა
ომი უკრაინაში
სომხეთში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 14 ადამიანი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე მონაცემებით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით სულ 160 220 დაინფიცირდა. მათგან 144 831 უკვე გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, მათი რიცხვი 2 864-ს შეადგენს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,