2021-01-04 10:43:09, 563 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში კორონავირუსის 9 877 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 9 877 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, გასულ დღე-ღამეში ქვეყანაშ კიდევ 193 ინფიცირებული გარდაიცვალა.
ცნობისთვის, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე თურქეთში კორონავირუსის 2 241 912 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 21 488 გარდაიცვალა, 2 136 534 კი გამოჯანმრთელდა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან