2021-01-04 10:06:23, 576 ნახვა
მსოფლიო
ნენსი პელოსი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად კვლავ აირჩიეს - ვიდეო
ნენსი პელოსი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად კვლავ აირჩიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, პელოსს ხმა 216-მა დეპუტატმა მისცა. რაც შეეხება მეორე კანდიდატს, წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელ წევრს, კევინ მაკარტს, მან 209 ხმა მიიღო.
ცნობისთვის, კონგრესის ქვედა პალატაში სპიკერის თანამდებობაზე არჩევა ნენსი პელოსისთვის მეოთხე შემთხვევაა. მან მუშაობა უკვე დაიწყო.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან