23:55 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-31 13:49:55, 1907 ნახვა

ომი უკრაინაში
კორონავირუსი და მისი შედეგები - საქართველო უხილავი მტრის პირისპირ

2020 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი გამოწვევა კორონავირუსია, რომელმაც მსოფლიოში მძიმე პრობლემები შექმნა.  ვირუსი, რომელმაც გავრცელება 2019 წლის ბოლოს, ჩინეთის პროვინცია ვუჰანიდან დაიწყო, მალევე მთელი მსოფლიოს გამოწვევად იქცა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იძულებული გახდა, კოვიდ19-ის 115 ათასზე მეტი რეგისტრირებული შემთხვევის შემდეგ, 11 მარტს პანდემია გამოეცხადებინა.

ჩაიკეტა მსოფლიო, შეწყდა საერთაშორისო ფრენები, გადაიდო არაერთი პოლიტიკური, სპორტული თუ კულტურული საერთაშორისო ღონისძიება, მათ შორის, ოლიმპიური თამაშები თუ სხვა. ყოველდღიურმა ყოფამ ვირტუალურ სამყაროში გადაინაცვლა, სამსახურები, სკოლები დისტანციურ მუშაობასა თუ სწავლაზე გადავიდნენ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა, დაიწყო ვირუსის პირველი ტალღა. ჯანდაცვის სისტემა ვირუსის გავრცელების დინამიკის შეჩერებას ახერხებდა, თუმცა 21 მარტს, როდესაც ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 49 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო.

სასწავლო პროცესმა დისტანციურ რეჟიმში გადმოინაცვლა, შეჩერდა საზოგადოებრივი ტრანპოსრტის მოძრაობა, სამსახურები გადავიდნენ დისტანციურ რეჟიმში, დაწესდა ე.წ კომენდატის საათი და მოსახლეობას აეკრძალა საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე გადაადგილების უფლება. შეზღუდვები ერთი თვით გამოცხადდა, 21 აპრილს უნდა დასრულებულიყო, თუმცა როდესაც დაიწყო ლეტალური მაჩვენებლის გაზრდა, კერძოდ, 4 აპრილს სიკვდილიანობის პირველი შემთხვევა გამოვლინდა, ხელისუფლებამ გადაწყიტა, რომ საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაეხანგრძლივებინა.

მსოფლიოში ვირუსის მზარდი გავრცელების ფონზე, საქართველო ინარჩუნებდა დადებით ნიშნულს. ქვეყანაში არსებულმა ეპიდვითარებამ მსოფლიოს ყურადღებაც მიიქცია და საქართველოს „სამ მუშკეტერს“, კერძოდ, ამირან გამყრელიძეს, პაატა იმნაძესა და თენგიზ ცერცვაძეს, BBC-მ სტატია მიუძღვნა. საერთაშორისო პარტნიორები ქვეყანას დადებით გზავნილებს უგზავნიდნენ.

მადლიერების ტაში ექიმებს - „სოლიდარობით სავსე ქალაქი“ და ქვეყანა გაერთიანდა, როდესაც საქართველოს მოქალაქეებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით საკუთარი აივნებიდან თუ ფანჯრებიდან, ექიმები და სამედიცინო პერსონალი, რომელიც დაუღალავად შრომოდა და ზრუნავდა საზოგადოების ჯანმრთელბაზე, ტაშით გაამხნევეს.

სტაბილური ნიშნულის შენარჩუნების ფონზე, ქვეყანამ ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაუბრუნება გადაწყვიტა, მოწოდება - „დარჩი სახლში“ მეორეხარისხოვნად იქცა, საზოგადოებამ დაიწყო მასობრივი შეკრებები, სიარული სავაჭრო ცენტრებში, დასვენება ზღვისა თუ მთის კურორტები და სწორედაც რომ სექტემბერში გაჩნდა ე.წ აჭარის კლასტერი.

ამავე პერიოდში გაიზარდა ზეწოლა ჯანდაცვის სექტორზე, ექიმები, რომლებსაც პირველი ტალღის დროს მოსახლეობა ტაშს უკრავდა, არა ერთხელ მოექცნენ კრიტიკის გარშემო, როგორც საზოგადოების, ასევე პოლიტიკოსების, ამასთანავე უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმების მხრიდან.

 

მეორე ტალღა, როგორც მას ეპიდემიოლოგები უწოდებენ, აჭარის რეგიონიდან წამოვიდა და სექტემბერში კორონავირუსის მაჩვენებელი ოთხ ციფრა ნიშნულს გადასცდა, გაიზარდა ლეტალურ შემთხვევათა რიცხვიც და ეპიდემიოლოგები კვლავ მოგვიწოდებდნენ სახლში დარჩენისკენ, სოციალური დისტანციის დაცვასა თუ პირბადის ტარებისკენ.

მიუხედავად ამისა, სკოლები კვლავ დისტანციური სწავლების რეჟიმზე რჩებოდნენ, არ გაიხსნა თეატრები, კინოთეატრები, ფუნქციონირებდა მხოლოდ სავაჭრო ობიექტები, ბაზრობები, ტრანპოსრტი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებდა მოძრაობას, თუმცა ეპიდემიოლოგებმა საუბარი ჯანდაცვის სისტემის სისუსტეზე, საწოლების დეფიციტზე დაიწყეს და მოახლოვებული საახალწლო პერიოდის გათვალისწინებით, ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ „ლოქდაუნი“ მეორედ გამოეცხადებინა.

28 ნოემბრიდან ჩაიკეტა სავაჭრო ობიექტები, ბაზრობები, აიკრძალა როგორც საქალაქთაშორისო, ასევე მუნიციპალური ტრანპოსრტი, თუმცა აღნიშნული შეზღუდვები, კერძოდ, სავაჭრო ობიექტების გახსნა წინასაახალწლო პერიოდში, მიუხედავად მსოფლიოში არსებული წინააღმდეგობრივი რეგულაციებისა, საქართველოში მაინც მოხერხდა. ასევე, 31 იანვრის ღამეს მოიხსნა გადაადგილების შეზღუდვა, თუმცა საახალწლო კონცერტის ჩატარება ხალთან ერთად, არ დაიშვა.

ყველაზე მძიმე წელს საქართველო გაუმჯოებესებული კოვიდ-სტატისტიკით აცილებს. ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის ყოველდღიური კლების ტენდენცია ნარჩუნდება. დღიური მაჩვენებელი ამჯერად 2 000-ს არის ჩამოცილებული, 1 527 ახალი შემთხვევა 13 000-ზე მეტი ტესტის ჩატარების შედეგად გამოვლინდა. დღეს უკვე მნიშვნელოვნად არის შემცირებული ზეწოლა ჰოსპიტალურ სექტორზე, წლის ბოლო დღეს ჰოსპიტალურ კლინიკებში, ქვეყნის მასშტაბით, 5 104 ადამიანი მკურნალობს.

მნიშვნელოვანია, რომ როგორც მსოფლიო, ასევე საქართველო 2020 წელს მშვიდობიან აცილებს, რადგან გამოჩნდა „გვირაბის ბოლოს სინათლე“, შეიქმნა არა ერთი ვაქცინა, რომლებმაც შემოწმებისას მაღალი კლინიკური ეფექტი აჩვენებს. ამასთანავე, ცნობილი ხდება, რომ სამი მაღალეფექტური ვაქცინიდან, საქართველოს ბრიტანული „ასტრაზენეკას“ მიღების ყველაზე დიდი შანსი აქვს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics