|
2020-12-31 13:48:07, 1150 ნახვა
საზოგადოება
ცნობილი ადამიანები, რომლებიც 2020 წელს გარდაიცვალენ
2020 წელი გამორჩეული იყო თავისი დანაკარგებით. ამ ცხოვრებიდან წავიდნენ ადამიანები, რომლებმაც შეცვალეს ისტორია და კულტურაში თუ კინოში თავისი ღრმა კვალი დატოვეს. 2020 წელს დავემშვიდობეთ, შონ კონერს და მარადონას, გოგი ქავთარაძეს და ჯულიეტა ვაშაყმაძეს. ჰოსნი მუბარაკი
ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი, ჰოსნი მუბარაკი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ეგვიპტის ექსპრეზიდენტს გულის შეტევა დაემართა, რის შემდეგაც ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. რუთ ბეიდერ გინზბურგი.
ვაშინგტონში 18 სექტემბერს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს წევრი რუთ ბეიდერ გინზბურგი. რუთ ბეიდერ გინზბურგი, რომლის მამა აშშ-ში გადასახლდა რევოლუციამდელი რუსეთიდან, ქვეყნის უზენაესი სასამართლოს მეორე ქალი წევრი იყო. მისი კანდიდატურა 1993 წელს დაასახელა აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ბილ კლინტონმა. რუთ ბეიდერ გინზბურგი მოგვიანებით უზენაესი სასამართლოს ლიბერალური ფრთის სიმბოლოდ იქცა. მისი მონაწილეობით მიიღეს გადაწყვეტილებები, როცა დამტკიცდა ქალთა უფლება აბორტზე, ერთნაირსქესიან პირთა ქორწინების უფლების კონსტიტუციურობა, რასობრივ უმცირესობათა უფლებები. ის იყო იმ მოსამართლეთა შორის, ვინც მხარი დაუჭირა სამედიცინო დაზღვევის სისტემის რეფორმის კანონიერებას. მისი სიკვდილი კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოთი ნაწილობრივ მოულოდნელი იყო, რადგან ვრცელდებოდა ცნობები მკურნალობის კურსის წარმატებულობის შესახებ. უზენაესი სასამართლოს წევრი მოსამართლის გარდაცვალებას მოჰყვება პოლიტიკური მღელვარება წინასაარჩევნო პერიოდში, რადგან რესპუბლიკურ პარტიას მიეცა შესაძლებლობა, უზენაეს სასამართლოში მოიპოვოს საიმედო კონსერვატიული უმრავლესობა. სასამართლოს ცხრა წევრს შორის მეექვსე კონსერვატორი იურისტის გამოჩენა მკვეთრად შეცვლის ძალთა ბალანსს ქვეყნის ხელისუფლების ერთობ მნიშვნელოვან, სასამართლო შტოში, რომელიც ხშირად აფასებს კონგრესისა და მთავრობის გადაწყვეტილებების კონსტიტუციურობას. ვალერი ჟისკარ-დ’ესტენი
3 დეკემბერს საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ვალერი ჟისკარ-დ’ესტენი კორონავირუსით გარდაიცვალა. საფრანგეთის 94 წლის ექსპრეზიდენტი საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ენიო მორიკონე
4 ივლისს 91 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი იტალიელი კომპოზიტორი ენიო მორიკონე. შონ კონერი
31 ოქტომბერს ლეგენდარული შოტლანდიელი მსახიობი შონ კონერი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. არმენ ჯიგარხანიანი
14 ნოემბერს ცნობილი მსახიობი და რეჟისორი არმენ ჯიგარხანიანი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. პიერ კარდენი
ლეგენდარული ფრანგი მოდის დიზაინერი პიერ კარდენი, 98 წლის ასაკში გარდაიცვალა. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ პიერ კარდენმა 1960-70-იან წლებში თავისი ფუტურისტული დიზაინის წყალობით მოდაში რევოლუცია მოახდინა. ის ასევე იყო პიონერი ბიზნესის სფეროში. მან შეძლო და აიღო ლიცენზია, რათა შეექმნა საკუთარი ისეთი ბრენდული პროდუქცია, როგორიცაა სათვალე. დიზაინერის ოჯახის ცნობით, პიერ კარდენი პარიზის მახლობლად, ნეილის საავადმყოფოში, გარდაიცვალა. დიეგო არმანდო მარადონა
25 ნოემბერს 60 წლის ასაკში ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო არმანდო მარადონა გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. მარადონამ მონაწილეობა 4 მსოფლიო ჩემპიონატში მიიღო. 1986 წელს კი მისი კაპიტნობით არგენტინა მექსიკაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ხოლო მარადონა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. 1986 წელს მარადონას ჩემპიონატზე გამოსვლა, მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, დღემდე საუკეთესო ინდივიდუალურ პერფორმანსად ითვლება. ამავე ჩემპიონატის მეოთხედფინალში მარადონამ ინგლისს მისი ყველაზე ცნობილი ორი გოლი გაუტანა - გოლი "ღმერთის ხელით" და სოლო რეიდი ცენტრიდან, რომელიც 2002 წელს ფიფა-მ საუკუნის გოლად აღიარა. 1990 წელს მარადონამ არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე მიიყვანა, სადაც დასავლეთ გერმანიასთან დამარცხდა. მარადონა 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრებიდან ეფედრინის მიღების გამო მოკვეთეს. საკლუბო კარიერის განმავლობაში მარადონა სხვადასხვა დროს ბოკა ხუნიორსის, ნაპოლისა და ბარსელონას ღირსებას იცავდა. ნაპოლიში მარადონამ ორი საჩემპიონო ტიტული მოიგო. საფეხბურთო კარიერა ლეგენდამ 1997 წელს, არგენტინაში, მშობლიურ ბოკა ხუნიორსში დაასრულა. ბევრის აზრით, მარადონა მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. ფეხბურთის მეფე - სწორედ ამ სახელით მოიხსენიებს მარადონას სპეციალისტების უმრავლესობა. არგენტინის ნაკრებში მარადონამ 91 თამაშში 34 გოლი გაიტანა. პროფესიულ საკლუბო კარიერაში კი მარადონამ 491 მატჩი ჩაატარა და 259 გოლი გაიტანა. მარადონა 2008-2010 წლებში არგენტინის ეროვნულ ნაკრებსაც წვრთნიდა. მან გუნდი სამხრეთ აფრიკაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დატოვა, სადავ არგენტინა გერმანიამ მეოთხედფინალში 4-0 დაამარცხა. კობი ბრაიანტი
ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი კალათბურთელი კობი ბრაიანტი კალიფორნიის შტატში, შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გარდაიცვალა. როგორც ირკვევა, კობის შვეულფრენში 5 ადამიანი იმყოფებოდა და ხუთივე გარდაცვლილია - მათ შორის, კობის 13 წლის ქალიშვილიც. ბრაიანტის მეუღლე ვანესა შვეულფრენში არ იყო.ტრაგედია კალიფორნიის დროით დილის 10 საათზე მოხდა. პოლიციის განმარტებით, კობის შვეულმფრენი ნისლიან ამინდში, კალაბასასის (კალიფორნია) მთებში ჩამოვარდა და მაშინვე ცეცხლი გაუჩნდა. 'ლოს ანჯელეს თაიმსის' ინფორმაციით, შვეულმფრენის ჩამოვარდნამ ხანძარი გააჩინა, რის გამოც სასწრაფო დახმარებას ადგილზე მისვლა გაუჭირდა. კობი და ვანესა 2001 წლიდან იყვნენ დაოჯახებულები. 13 წლის ჯანას გარდა, მათ კიდევ სამი ქალიშვილი ჰყავთ - ნატალია (17), ბიანკა (3) და კაპრი (7 თვის). საქართველომაც დაკარგეს ცნობილი ადამიანები მათ შორის ლეგენდარული ჯულიეტა ვაშაყმაძე იყო. გოგი ქავთარაძე
დადგმული აქვს 90-მდე სპექტაკლი, გადაღებულია 25 ფილმში, იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდენის კავალერი. ლალი ბადურაშვილი
მსახიობი ლალი ბადურაშვილი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.
27 დეკემბერს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ტელეწამყვანი ჯულიეტა ვაშაყმაძე. ინფორმაციას ამის შესახებ აქვეყნებს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია. ჯულიეტა ვაშაყმაძე 1961-1962 წლებში იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი, სადაც რამდენიმე როლი განასახიერა. გადაღებულია კინოფილმებში: "ყვავილი თოვლზე", "თოჯინები იცინიან", "პაპა გიგია", "არაჩვეულებრივი გამოფენა" და ტელეფილმში "მზე ჭიქაში". 1958 წლიდან ჯულიეტა ვაშაყმაძე ტელევიზიის დიქტორი გახდა. მოგვიანებით ის იყო კომენტატორი, პროგრამების ხელმძღვანელი, სამეცნიერო-პოლიტიკური, ლიტერატურული, სამეცნიერო, საბავშვო, თეატრალური თუ ხელოვნების ამა თუ იმ დარგისადმი მიძღვნილ გადაცემათა წამყვანი, ტელეგადაცემების ავტორი. მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, სიგელი და მედალი. 1996 წელს მიღებული აქვს ღირსების ორდენი. 1967 - საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება. 2013 წლის 30 დეკემბერს, ტელევიზიის დაარსების 57 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პირველმა არხმა, მთაწმინდის პარკში, თბილისის ანძის სიახლოვეს საპატიო ვარსკვლავი გაუხსნა ტელევიზიის პირველ წამყვანებს, მათ შორის, ჯულიეტა ვაშაყმაძეს. ჯაბა ბოჯგუა 12-წლიანი კომის შემდეგ მომღერალი ჯაბა ბოჯგუა გარდაიცვალა, ჯაბა ბოჯგუა 12 წლის წინ, 2008 წელს დააპატიმრეს. მას გულის შეტევა ციხეში მოუვიდა, შემდეგ კი კომაში ჩავარდა. მას შემდეგ მისი მდგომარეობიდან გამოყვანა ვეღარ მოხერხდა. კობა დავითაშვილი
საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი კობა დავითაშვილი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. დავითაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმის თქმით, მას აღენიშნებოდა სეფსისი, სეპტიკური შოკი, პოლიორგანული უკმარისობა და თირკმლის მწვავე უკმარისობა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. კობა დავითაშვილს 2017 წელს დაუდგინეს ბეხტერევის დაავადება, რომელიც რთულად მიმდინარეობის შემთხვევაში, ხერხემლის სრული უძრაობით ხასიათდება. კობა დავითაშვილი 4 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო.
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|








.jpg)


20 დეკემბერს 80 წლის ასაკში რეჟისორი და მსახიობი გოგი ქავთარაძე გარდაიცვალა.


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)