2020-12-31 11:26:46, 1802 ნახვა
ომი უკრაინაში
სომხეთში კორონავირუსის 531 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 531 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 16 ადამიანი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე მონაცემებით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით სულ 159 409 დაინფიცირდა. მათგან 142 801 უკვე გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, მათი რიცხვი 2 823-ს შეადგენს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,