2020-12-31 09:50:41, 941 ნახვა
მსოფლიო
იემენში აფეთხების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა
იემენის ქალაქ ადენის აეროპორტში თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა, - ამის შესახებ BBC წერს.
მედიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე 22-მდე ადამიანი დაიღუპა. რაც შეეხება დაშავებულთა რაოდენობას, ის ათობითაა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ადენის აეროპორტში ორი აფეთხება მოხდა. პირველი აფეთქება მას შემდე დაიწყო, რაც აეროპორტში ახლად ფორმირებული მთავრობის წევრები ჩავიდნენ. თავდასხმიდან რამდენიმე საათში, ქალაქში კიდევ ერთი აფეთქება მოხდა. ამჯერად ის პრეზიდენტის სასახლესთან განხორციელდა. სასახლეში მინისტრთა კაბინეტის შეხვედრა მიმდინარეობდა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან