2020-12-30 18:47:19, 651 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპული საქართველოს“ წევრებმა, დავით ბაქრაძემ და ტარიელ ნაკაიძემ სადეპუტატო ხელფასების აღება გადაწყვიტეს
„ევროპული საქართველოს“ წევრებმა, დავით ბაქრაძემ და ტარიელ ნაკაიძემ სადეპუტატო ხელფასების აღება გადაწყვიტეს.
ამის შესახებ პარტიამ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც პარტიაში აღნიშნავენ, დავით ბაქრაძემ საპარლამენტო ხელფასი წინასაახალწლო ქველმოწმედებაში ჩადო და გაჭირვებულ ოჯახებს დაეხმარა, ტარიელ ნაკაიძე კი სადეპუტატო ხელფასს „მოძრაობა საქართველოსთვის“ აქტივისტებს გადაურიცხავს.
შეგახსენებთ, რომ ელენე ხოშტარიამ სადეპუტატო ხელფასი სახაზინო ფონდში ორჯერ დააბრუნა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,