18:59 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-30 14:17:09, 777 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ზოგიერთმა დეპუტატმა, რომელიც პარლამენტში არ შედის, ხელფასის ჩარიცხვა მოითხოვა

ზოგიერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა პარლამენტში შემოიტანა განცხადება და მოითხოვა ანაზღაურება, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ საკანონმდებლო ორგანოში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მანვე დასძინა, რომ წინა მოწვევის პარლამენტის დეპუტატებს ხელფასი ავტომატურად ჩაერიცხათ.

„ზოგიერთმა დეპუტატმა შემოიტანა განცხადება ანაზღაურებასთან დაკავშირებით, ოპოზიციონერმა კონკრეტულმა დეპუტატებმა და ამიტომ გეუბნებით, მათ აქვთ პარლამენტში შემოსვლის სურვილი და ერთადერთი არის შანტაჟი და ბულინკი, საბოლოო ჯამში, ამ შანტაჟისა და ბულინგისგანაც გათავისუფლდებიან. 

იმ დეპუტატებს, რომლებიც იყვნენ წინა მოწვევის პარლამენტში, ავტომატურად ჩაერიცხათ დეკემბრის თანხა, იმიტომ რომ მათი ანგარიშის მონაცემები პარლამენტის ფინანსურ დეპარტამენტს ჰქონდა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი - არსებობს საფრთხე,სიძულვილის ენასთან ბრძოლის იდეა გადაიქცეს კონტროლის მექანიზმად
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები: სამუშაო ჯგუფში საპატრიარქო ჩაერთვება
ელისაშვილი მდინარაძეზე: სინანული მაქვს, რომ უფრო არ შემოვარტყი ყურის ძირში მაგ გარეწარს
ევროსასამართლოს გადაწყვეტილება შსს-ს ხელს არ აძლევს, აზრის დევნის პრაქტიკა აწარმოოს - საია მილაძის საქმეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics