2020-12-30 12:57:22, 716 ნახვა
საზოგადოება
ტაქსის მძღოლები უფასო PCR ტესტირებას გაივლიან
ვინაიდან ტაქსის მძღოლები რისკ ჯგუფად განისაზღვრა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ისინი სწრაფი ანტიგენით ტესტირებას დაექვემდებარებიან, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მძღოლებს ტესტირება უფასოდ ჩაუტარდებათ.
„დაახლოებით 18 000 ტაქსის მძღოლი SMS-ის სახით მიიღებს შეტყობინებას, თუ სად შეუძლიათ PCR ტესტის ჩატარება. ტესტირება მათთვის უფასო იქნება. მნიშვნელოვანია დაზღვეულები იყვნენ ტაქსის მძღოლებიც და ის ადამიანებიც, რომლებიც ტაქსის სერვისით სარგებლობენ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,