2020-12-30 12:37:13, 677 ნახვა
საზოგადოება
რუსეთის საელჩოსთან სამოქალაქო აქტივისტებმა ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება მოითხოვეს
„ძალა ერთობაშიამ“ და სამოქალაქო აქტივისტებმა რუსეთის საელჩოსთან აქცია გამართეს.
აქციის წევრებმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დატყვევებული 4 საქართველოს მოქალაქის გათავისუფლება მოითხოვეს.
„ხელისუფლება ჩვენი მოქალაქეების დასახსნელად არაფერს აკეთებს. არადა ჩვენ გაგვაჩნია პოზიტიური გამოცდილება ასეთ შემთხვევებში ტყვეების დახსნის. შეგახსენებთ ვაჟა გაფრინდაშვილს ორი წელი ჰქონდა მისჯილი მაგრამ საზოგადოების აქტიურობისა და სახელმწიფოს ჩართვის შემდეგ ის 50 დღეში გაათავისუფლეს“, - განაცხადა „ძალა ერთობაშიას“ ლიდერმა, დათო მაქაცარიამ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან