23:26 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-30 12:00:24, 549 ნახვა

კომენტარი
ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილი ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციის უწყვეტი წყაროა - ის ამ ქვეყნის ხელისუფლებაში ვეღარასდროს დაბრუნდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გადაცემა „არენაში" ქვეყანაში არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

მან ოპოზიციური სპექტრის გადაწყვეტილებას, რომ არ შევიდნენ საკანონმდებლო ორგანოში, უპასუხისმგებლო და ანტისახელმწიფოებრივი ადამიანების პროვოკაცია უწოდა.

„მოგეხსენებათ, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკების 4 რაუნდი გაიმართა და ვიყავით აბსოლიტურად კონსტრუქციულები, ვიყავით მზად ყველა ჯანსაღი აზრის განხილვისთვის და შემდეგ ჩვენ ვნახეთ რა მოხდა, როცა პირდაპირ მასირებული შეტევა განახორციელეს ამერიკის ელჩსა და ამერიკაზე. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ტელეკომპანიის დირექტორი, ბატონი ლალიაშვილი, რომ გამოსულიყო და მსგავსი ეპითეტებით შეემკო ამერიკის ელჩი ან ამერიკის მთავრობა, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მეორედ დაარბევდნენ თქვენს ტელევიზიას ეს დესტრუქციული ძალები. მათი მცდელობა, რომ მომხდარიყო ჩვენი იზოლაციაში გადაყვანა და თითქოს საერთაშორისო თანამეგობრობისგან ზეწოლა ჩვენზე, რატომ უნდა ყოფილიყო ეს ზეწოლა? მით უმეტეს ჩვენ მზად ვიყავით, რომ ჩვენ ეს ყველაფერი შეგვემოწმებინა, ჩვენ ვიხილეთ, რომ მთელმა მსოფლიომ მოგვილოცა წარმატებული არჩევნები, აღიარა და დღემდე ოპოზიციას მოუწოდებს ყველა, რომ შევიდნენ პარლამენტში. ნაციონალური მოძრაობა და გიგა ბოკერიას პარტია არის ერთი ორგანიზმი, ეს კარგად უნდა ვიცოდეთ. მათ უბრალოდ ფრონტი ჰქონდათ გაშლილი და ერთი ორგანიზმია ორი ბოროტი თავით. ეს არის უპასუხისმგებლო, ანტისახელმწიფოებრივი ადამიანების მიერ დაგეგმილი მორიგი პროვოკაცია, რომელიც არ განხორციელდა. რეალურად სააკაშვილს სჯეროდა, რომ მას ჰქონდა ბოლო შანსი, ისინი უკვე აშინებდნენ ჩვენს მოსახლეობას წინსწრებად, რომ ისინი დაბრუნდებოდნენ ხელისუფლებაში, რა თქმა უნდა არაფერი არ გამოვიდა. ერთი რამ რაშიც ჩვენ გვაქვს საერთო ეროვნული თანხმობა არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ ქვეყანაში ვეღარასოდეს დაბრუნდება ხელისუფლებაში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics