2020-12-29 23:03:50, 753 ნახვა
მსოფლიო
ხორვატიაში მომხდარ მიწისძვრას 5 ადამიანი ემსხვერპლა
ხორვატიაში 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას 5 ადამიანი ემსხვერპლა.
ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ქალაქ პეტრინაში მაშველების დასახმარებლად ჯარი გაიგზავნა.
მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად ქალაქ პეტრინიაში, რომელიც ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებიდან 60 კილომეტრში მდებარეობს, რამდენიმე შენობა დაინგრა და დაზიანდა.
მიწისძვრის ბიძგები სერბეთში, ბოსნია და ჰერცოგოვინაში და ავსტრიაში იგრძნობოდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,