2020-12-29 15:31:33, 1325 ნახვა
მსოფლიო
ფრანგი დიზაინერი პიერ კარდენი გარდაიცვალა
98 წლის ასაკში, ცნობილი ფრანგი დიზაინერი, პიერ კარდენი გარდაიცვალა.
აღნიშნულ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
პიერ კარდენმა საკუთარი მოდის სახლი 1950 წელს დააარსა და მის მოღვაწეობას 70-წლიანი ისტორია აქვს. პიერ კარდენის ბიზნესი მსოფლიოს 110 ქვეყანაშია წარმოდგენილი.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან