2020-12-29 09:08:24, 487 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტი 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს კენჭს დღეს უყრის
პარლამენტი 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს კენჭს დღეს უყრის.
დოკუმენტი კენჭისყრაზე პლენარული სხდომის ფორმატში დადგება.
ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის მიხედვით, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია 1 662.2 მლნ ლარით და 16 758.1 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრება.
ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში რჩება და კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
მათი განცხადებით, ბიუჯეტში რაიმე ფუნდამენტური ცვლილება არ შესულა და აღნიშნული ბიუჯეტი უფრო მეტად ზრდის ვალებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,