2020-12-28 21:56:02, 561 ნახვა
მსოფლიო
კორონავირუსის ახალი შტამი ფინეთშიც დაფიქსირდა
კორონავირუსის ახალი სახეობის ინფიცირება ფინეთშიც დაფიქსირდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც გამოცემა იუწყება, ინფიცირებულია 2 პაციენტი.
ფინეთის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, კოვიდ19-ის ახალი შტამი გაერთიანებულ სამეფოსთანაა კავშირში.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან