2020-12-28 20:29:23, 568 ნახვა
მსოფლიო
აზერბაიჯანში კორონავირუსის 772 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 39 პაციენტი
აზერბაიჯანში გასული დღე-ღამეში კორონავირუსის 772 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 39 პაციენტი.
ამასთანავე, ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 3 048-ით გაიზარდა.
ცნობისთვის, აზერბაიჯანში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე კოვიდ19-ის 215 400-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის ვირუსმა 2 538 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ქვეყანაში ჯამში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 172 019-ს შეადგენს.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან