2020-12-28 09:23:48, 563 ნახვა
მსოფლიო
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 81 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 81 მილიონს გადააჭარბა.
Worldometers-ის მონაცემებით, გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც და 57 293 765-ს მიაღწია.
რაც შეეხება გარდაცვლილებს, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე მსოფლიოში სულ 1 771 981 ადამიანი გარდაიცვალა.
ცნობისთვის, კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლენილია აშშ-ში, ინდოეთში, ბრაზილიაში, რუსეთსა და საფრანგეთში.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან