2020-12-28 09:15:25, 593 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტი დღეს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო პროექტს განიხილავს
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი დღეს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოოდ კორექტირებულ პროექტს განიხილავს.
დოკუმენტს კი ხვალ, 29 დეკემბრის რიგგარეშე სესიაზე მიიღებენ. ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში რჩება და კენჭისყრაში მხოლოდ მონაწილეობას არ მიიღებენ.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ბიუჯეტში რაიმე ფუნდამენტური ცვლილება არ შესულა და აღნიშნული ბიუჯეტი უფრო მეტად ზრდის ვალებს.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან