2020-12-27 15:29:32, 1003 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირის ქვეყნებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებში, საფრანგეთში, იტალიაში, ავსტრიაში, პორტუგალიასა და ესპანეთში დღეიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო.
ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველლე“ ავრცელებს.
ვაქცინაციის პროცესი მას შემდეგ დაიწყო, რაც ევროპის სამედიცინო მედიკამენტების სააგენტომ (EMA) BioNTech-Pfizer-ის ვაქცინა საბოლოოდ დაამტკიცა.
ევროკავშირის მასშტაბით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა პარასკევს გვიან და შაბათს დილით ჩაიტანეს.
ცნობილია ისიც, რომ სამმა ქვეყანამ, გერმანიამ, უნგრეთმა და სლოვაკეთმა ვაქცინაცია შაბათს დაიწყეს.
ვაქცინას პირველ რიგში სამედიცინო პერსონალი და ასაკობრივი რისკჯგუფები მიიღებენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,