15:59 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-27 13:09:57, 540 ნახვა

საზოგადოება
გლდანის რაიონში სახურავების რეაბილიტაცია 65 მისამართზე განხორციელდა

გლდანის რაიონში ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა პროექტი განხორციელდა.

ამჯერად, მერვე მიკრორაიონის N1 კორპუსის ყველა სადარბაზოს სახურავის რეაბილიტაცია დასრულდა, რომლისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 56 000 ლარი დაიხარჯა.

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, 2020 წელს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მომართვის საფუძველზე ჯამში, 65 ამორტიზებული სახურავი რეაბილიტირდა. აღნიშნულისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 963 437 ლარი დაიხარჯა.

სამუშაოების შედეგად, მოწესრიგდა, როგორც ქანობიანი ასევე, ბრტყელი სახურავები და რეაბილიტირდა წყალსაწრეტი მილები.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, გამგეობა სამუშაოებს 100%-ით აფინანსებს. ამხანაგობა კი, თავის მხრივ ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების 5%-ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
აქცია ვეკუას სკოლასთან
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics