|
2020-12-25 14:20:45, 508 ნახვა
საზოგადოება
მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საქართველოს მოქმედ კლინიკებს კოვიდპაციენტებისთვის საჭირო სამედიცინო აღჭურვილობა გადაეცა
კოვიდ 19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად, საქართველომ მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში 1000 ჟანგბადის კონცენტრატორი, 500 არაინვაზიური სამედიცინო სასუნთქი გზების ვენტილაციის აპარატი, 400-მდე ჰოსპიტალური საწოლი და კომბინირებული სიპაპები მიიღო. სამედიცინო ინვენტარი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან ერთად თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაათვალიერა. სამედიცინო აღჭურვილობა განკუთვნილია სუნთქვის უკმარისობით მიმდინარე კოვიდ-19-ის გართულებული შემთხვევების სამართავად იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობას კოვიდ-კლინიკებსა და კლინიკურ სასტუმროებში გადიან. აღნიშნულის გამოყენება სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობით ბინაზე მიმდინარე მკურნალობის პირობებშიც შესაძლებელია. „მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში 1000 ჟანგბადის კონცენტრატორი, სიპაპები და კომბინირებული სიპაპები გადმოგვეცა, რომელიც საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში გადანაწილდება. გარდა ამისა, ჩვენ 400-მდე ჰოსპიტალური საწოლი მივიღეთ, რომელიც ძირითადად სახელმწიფო კლინიკებში განთავსდება: რუხში , თბილისსა და ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ადგილზე დავათვალიერეთ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებიც, რომელიც დასასრულს უახლოვდება. მინდა მადლობა გადავუხადო მსოფლიო ბანკს, რომელსაც საქართველოს დახმარებაში მნიშვნელოვანი ღვაწლი აქვს“-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ . მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა პანდემიასთან ბრძოლისთვის სამედიცინო პერსონალს მადლობა გადაუხადა „ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ , იმისთვის რომ კოვიდ ინფიცირებულები მალე გამოჯანმრთელდნენ. მსურს მადლობა გადავუხადო მედიცინის მუშაკებს, ექიმებს , ექთნებს . ეს ადამიანები თითოეული ჩვენგანის დასაცავად საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებენ. რეკომენდაციების შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ . დაიცავით უსაფრთხოების წესები , დისტანცია და ატარეთ პირბადე“, ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა განაცხადა.
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)