17:11 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-24 20:29:39, 732 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი გახარია - ოპოზიციის არყოფნა პარლამენტში მე კი არ მიქმნის დისკომფორტს, ეს ქვეყნის პრობლემაა

"რა თქმა უნდა ოპოზიციის არყოფნა დარბაზში ეს არის პრობლემა და ჩემი პრობლემა კი არ არის, მე კი არ მიქმნის ეს დისკომფორტს, ეს არის ქვეყნის პრობლემა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, ოპოზიციის პარლამეტში შესვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, იმისთვის, რომ ქვეყანაში პროპორციული საარჩევნო სისტემა  შემდგარიყო, ერთი წლის განმავლობაში ოპოზიციას, საეთაშორისო პარტნიორებს და მმართველ ძალას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.

„ერთი წლის განმავლობაში, ოპოზიციამ მათ შორის, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, მმართველმა ძალამ  - ძალიან ბევრი მოლაპარაკებები გამოვიარეთ იმისთვის, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა ქვეყანაში შემდგარიყო, როგორც ფაქტი.

მოდით შევთანხმდეთ, რომ „ქართულმა ოცნებამ" პირველად საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში გადადგა ეს ნაბიჯი და რა თქმა უნდა კონსტიტუციაში გამაგრებულია, რომ 2024 წელი იქნება პროპორციული არჩევნები.

ამის შემდგომ რა ხდება? ტარდება არჩევნები, რომელსაც ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ერთხმად აღიარებს, ძირითადად დემოკრატიულ არჩევნებად. ამის შემდგომ, როდესაც ჩვენმა მოქალაქეებმა, პანდემიის პირობებში, დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი მივიდა სარჩევნო უბანთან ხმა მისცა 8 ოპოზიციურ პარტიას. 

პირველად საქართველოს ისტორიაში 60 მანდატი არის ოპოზიციის.  ამ მიღწევაზე უარის თქმა და ამავდროულად მიზანმიმართული სახელმწიფოს და სახელმწიფოს ბევრი ინსტიტუტის, მათ შორის პარლამენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და პოლიციის, ჯარის დელეგიტიმაციისკენ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები ჩემთვის უბრალოდ გაუგებარია.

პარალელურად ფრთხილი მოწოდებები, საკმაოდ სუსტად დასაბუთებული რევოლუციისკენ მაშინ, როდესაც ქვეყანა გლობალური კრიზისული პროცესების წინააღმდეგ იბრძვის ჩვენს მოქალაქეებთან ერთად. რას მაგონებს ეს იცით? საქართველოს მოქალაქემ პოლიტიკოსებზე უკეთესად გაიაზრა რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა, მივიდა არჩევნებზე, ხომ წარმოგიდგენიათ რა პანდემიური მდგომარეობა იყო მაშინ და ისე გადაანაწილა მანდატების რაოდენობა, რომ თქვა ნებისმიერი, ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც სჭირდება მაგალითად ამდენი მანდატი ვერ იქნება მიღებული ოპოზიციის ჩართულობის გარეშე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროსასამართლოს გადაწყვეტილება შსს-ს ხელს არ აძლევს, აზრის დევნის პრაქტიკა აწარმოოს - საია მილაძის საქმეზე
კახეთში, ბოლო ზარის აღნიშვნისას ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა
ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლანს ტროტუარზე დგომისთვის, სასამართლომ 3 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა
გერმანული ქალაქი ზაარბრიუკენი, რომელიც თბილისს 1975 წელს დაუძმობილდა, თბილისთან პოლიტიკური ვითარების გამო კავშირს წყვეტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics