07:56 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-24 13:08:24, 615 ნახვა

პოლიტიკა
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მხრიდან საჭიროა პოლიტიკური გამბედაობა

„ევროპული საქათველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის სატელევიზიო ინტერვიუს ეხმაურება.

კაპანაძის თქმით, აშშ-ის ელჩმა დაადასტურა ის განწყობა, რაც ოპოზიციას მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჰქონდა, რომ  არჩევნებზე იყო მნიშვნელოვანი დარღვევები და გასაჩივრების პროცესი იყო სრულიად არაადეკვატური.

კაპანაძის თქმით, „ქართული ოცნების“ მხრიდან საჭიროა პოლიტიკური გამბედაობა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ისევ მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა მოლაპარაკებებში,  იმ მიზნით, რომ სწორედ ეს ნდობა, რომელიც არჩევნების მიმართ არის დაკარგული, აღდგეს საზოგადოებაში და ჩატარდეს ახალი არჩევნები შეცვლილი წესებით, წესებით, რომლებიც გამორიცხავს იმას, რომ ისევ იყოს დარღვევები და ისვე მოხდეს ჩვენი თანამოქალაქეების არჩევანის წართმევა და მათი ნების გაყალბება.

რა თქმა უნდა, პოლიტიკური გამბედაობა არის საჭირო „ქართული ოცნების“ მხრიდან, რადგან მათი მხრიდან თუ არ იქნება გადადგმული ნაბიჯი, ამ კომპრომისულ წინადადებასთან დაკავშირებით, რაც ეხება ახალ არჩევნებს, მაშინ ეს კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება და სწორედ ამას მოვუწოდებთ ჩვენ ამ ბოლო დღეების განმავლობაში.

მე მაქვს იმედი, რომ აშშ-ის ელჩის ეს განცხადებები და ზოგადად ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა იქნება წამახალისებელი ქართული ოცნებისათვის, რომ მიიღოს ეს გადაწყვეტილება, ამ კრიზისდან გამოვიდეთ, ეს ერთპარტიული პარლამენტი, რომელიც რამდენიმე დღეა არსებობს, აღარ გაგრძელდეს როგორც პრაქტიკა, რომელიც რამდენიმე თვე და წელი იქნება, რადგან ეს ძალიან მძიმე იქნება ქვეყნისთვის“, - განაცხადა კაპანაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics