2020-12-24 10:57:03, 569 ნახვა
პოლიტიკა
აჭარის უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში მთავრობის თავმჯდომარეობისა და მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ
აჭარის უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში მთავრობის თავმჯდომარეობისა და მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.
როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად ისევ თორნიკე რიჟვაძე წარადგინა.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრად ნინო ნიჟარაძე, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრად მაია ხაჯიშვილი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ჯაბა ფუტკარაძე და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრად გიორგი სურმანიძის კანდიდატურები განიხილება.
თითოეულ კანდიდატს კომიტეტებზე მოუსმენენ, რის შემდეგაც მათ რიგგარეშე სესიაზე დაამტკიცებენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,