2020-12-22 18:24:23, 558 ნახვა
მსოფლიო
კოსოვოში ვადამდელი არჩევნები ჩატარდება
„ევრონიუსის“ ინფორმაციით, კოსოვოს საკონსტიტუციო სასამართლოს უპერეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს.
მედიის ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლომ პრემიერ-მინისტრ ავდულა ჰოთის მთავრობა არალეგიტიმურად ცნო.
როგროც გამოცემა იუწყება,ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პარლამენტში მთავრობის დამტკიცების კენჭისყრისას, ერთ-ერთი დეპუტატის, ეთემ არიფის ხმა არალეგიტიმური იყო. ამის მიზეზი გახდა ის, რომ კანონმდებელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა. დეპუტატი ეთემი იყო ერთ-ერთი კანონმდებელი, რომელმაც ჰოთის მთავრობას მხარი დაუჭირა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან