2020-12-22 14:19:36, 491 ნახვა
საზოგადოება
ამირან გამყრელიძე - ჯანდაცვის სისტემაზე ზეწოლა შემცირდა, მაგრამ სამედიცინო პერსონალი გადაღლილია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯანდაცვის სისტემაზე ზეწოლა შემცირდა, მაგრამ სამედიცინო პერსონალი გადაღლილია.
მისი თქმით, კორონავირუსის ახალი ტალღა სამართავად ძალიან რთული იქნება.
„არის გარკვეული ტენდენცია ინფიცირების მაჩვენებლის შემცირების, მაგრამ საკმაოდ მაღალი გვაქვს სიკვდილიანობის მაჩვენებელი. 3 000 საქართველოსთვის დიდია. ოდნავ შემცირდა ზეწოლა ჯანდაცვის სისტემაზე, აღარ არის ძალიან დიდი სტრესი ჯანდაცვის სისტემის, მაგრამ მოერეს მხრივ - ჩემი კოლეგები, ექიმები და სამედიცინო პერსონალი ძალიან გადაღლილი არიან და ახალი ტალღა იქნება ძალიან რთული შემდგომ სამართავად“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,