07:46 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-22 12:28:43, 721 ნახვა

პოლიტიკა
ზაალ უდუმაშვილი - სადამდე მივედით კი ვნახეთ, შევჩენკოები და გავრილოვები თავისუფლად გადაადგილდებიან საქართველოს ტერიტორიაზე

„სადამდე მივედით კი ვნახეთ, შევჩენკოები და გავრილოვები თავისუფლად გადაადგილდებიან საქართველოს ტერიტორიაზე“, - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ ვცხოვრობთ ისეთი ხელისუფელბის პირობებში, რომელსაც არანაირი ეროვნული ინტერესი არ გააჩნია.

„რა მოხდა ახლა შევჩენკო ჩამოვიდა, რომელიც ცნობილია ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური ჟურნალისტი, რომელიც საქართველოს მიმართ და საქართველოს  სახელმწიფოს მიმართ გამოირჩევა თავისი ძალიან რადიკალური პოზიციით და პირდაპირ პუტინის ხაზის გამტარებელია რუსულ მედიაში. რა მოხდა ახლა გავრილოვი ჩამოვიდა და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში დაჯდა. სამაგიეროდ, ის ხალხი, ვინც აპროტესტებს ამ ყველაფერს, იმ ხალხს სახელმწიფო გადატრიალების მუხლით აქვთ წაყენებული ბრალდება, ჩვენ ასეთი ხელისუფლების პირობებში ვცხოვრობთ დღეს, რომელსაც არ გააჩნია არანაირი ეროვნული ინტერესები. სადამდე მივედით კი ვნახეთ, შევჩენკოები და გავრილოვები თავისუფლად გადაადგილდებიან საქართველოს ტერიტორიაზე“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რუსი ჟურნალისტი მაქსიმ შევჩენკო საქართველოში რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics