2020-12-21 19:03:32, 449 ნახვა
მსოფლიო
ევროპის წამლის სააგენტომ „ფაიზერისა“ და „ბიოენტექის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ავტორიზაცია მიანიჭა
ევროპის წამლის სააგენტომ „ფაიზერისა“ და „ბიოენტექის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ავტორიზაცია მიანიჭა.
ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
როგორც გამოცემა იუწყება, აღნიშნული ხელს შეუწყობს ევროპის ქვეყნებში ვაქცინაციის რამდენიმე დღეში დაწყებას.
ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის დაწყებას 27 დეკემბერს გეგმავენ, გერმანია, საფრანგეთი და იტალია არიან.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან