|
2020-12-21 18:33:12, 583 ნახვა
კომენტარი
ივანე მაჭავარიანი - მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში მოხდა სახელმწიფო საწარმოების რეფორმის აქტუალიზაცია, ეს ადეკვატური რეაქციაა გამოწვევებზე
ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ სწორედ პარლამენტში მოხდა სახელმწიფო საწარმოების რეფორმის აქტუალიზაცია, რადგან ესაა ადეკვატური რეაქცია იმ გამოწვევებზე რომლის წინაშეც ვიმყოფებით, - განაცხადა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა დღეს გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე პარლამენტის წევრების მიერ სახელმწიფო საწარმოების რეფორმის შესახებ დასმული შეკითხვების საპასუხოდ. როგორც მან აღნიშნა, ეს არის სივრცე, სადაც არსებობს ეკონომიკური ეფექტურობის ზრდის რესურსი. მისი განცხადებით, მსგავსი რეფორმები დღეს აუცილებელი და გარდაუვალია იმ გლობალურ კრიზისზე საპასუხოდ, რომელიც დღეს მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშია. „მნიშვნელოვანია, რომ მთავრობასთან ერთად, პარლამენტმაც დაინახა, ეს პოტენციალი და რომ საჭიროა განვახორციელოთ სახელმწიფო საწარმოების კომპლექსური რეფორმა", - აღნიშნა მან. „თუმცა, ინვესტორებზე უფრო მნიშვნელოვანია, იყვნენ ის ემიტენტები, რომლებიც შეძლებენ ფასიანი ქაღალდების გამოშვებას, პარტნიორის ან კრედიტორის მოიზიდავს. ისინი უნდა იყვნენ გამართული, თორემ ინვესტორების პრობლემა რეალურად არ არის. ჩვენ, როდესაც ვუშვებთ სახელმწიფო ფასიან ქაღალდებს, ვხედავთ, რომ უცხოელებისგან არის მოთხოვნა. ამ ინსტიტუციურ ინვესტორებს ვიცნობთ და რომ დაახვედროთ სხვა, გამართული ფასიანი ქაღალდები, ისინი ასევე სიამოვნებით შევიდოდნენ ამ ბაზარზეც. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება. ამასთან, ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, შემუშავებული აქვს მნიშვნელოვანი რეფორმების პაკეტი, რომელიც ეყრდნობა OECD-ის საუკეთესო პრაქტიკებს. დღეს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კაპიტალის ბაზარზე, ეს ნიშნავს, რომ უნდა მოვიზიდოთ ინვესტიციები იმისთვის, რომ ჩვენი პოტენციალი, რაც არის სხვადასხვა სექტორში მოქმედი სახელმწიფო საწარმოებში, მაქსიმალურად ამოვწიოთ ზემოთ, განვავითაროთ და სახელმწიფო საწარმოები გახდეს ჩვენი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
სალომე ზურაბიშვილი - დღეს არის დღე სამარცხვინო საქართველოსთვის
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე: გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)