|
2020-12-21 14:49:06, 416 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ერთიანი პოლიტიკის ფარგლებში სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა, საფინანსო-საბიუჯეტო, აგრარულ საკითხთა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, დეპუტატებს სამინისტროს სამომავლო გეგმები წარუდგინა. როგორც მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ერთიანი პოლიტიკის ფარგლებში, სამომავლოდ ფერმერთა და მეწარმეთა ცოდნის/ინფორმირებულობის ამაღლების უზრუნველყოფის მიზნით, ჩამოყალიბდა ექსტენციის ქსელი, უფასო საკონსულტაციო დახმარება ყველა მუნიციპალიტეტში; განხორციელდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების აღრიცხვა და მიწის ფონდის შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზა შეიქმნება; მრავალწლოვანი კულტურების გასაშენებლად, გაიცემა ფინანსური და ტექნიკური დახმარება. „სოფლად ახალგაზრდა ფერმერებისა და მეწარმეების სტიმულირებისთვის, შემუშავდება სპეციალური პროგრამები; ვიწყებთ EMPARD-ის მეოთხე ფაზას. შემდეგი წლების განმავლობაში, ეს არის ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლისა და სოფლის განვითარების კუთხით. ასევე, ქალ ფერმერთა და მეწარმეთა განვითარების ხელშეწყობისთვის, შემუშავდება სპეციალური პროგრამები; აღსანიშნავია, რომ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში რისკების შემცირების მიზნით, გაგრძელდება და დაიხვეწება აგროდაზღვევის პროგრამა; ფინანსურ ინსტრუმენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ასევე, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების ხელშეწყობისათვის გაგრძელდება ფიზიკური და იურიდიული პირების იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფა; ამასთანავე, გაგრძელდება სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობა; ვიმუშავებთ ახალ კანონმდებლობაზე, რომელიც ფერმერთა ასოციაციების ჩამოყალიბებაზე იქნება ორიენტირებული. სასოფლო-სამეურნეო ღირებულებათა ჯაჭვის განვითარების მიზნით, გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამა გაგრძელდება; არასეზონური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის მიზნით, დაიხვეწება სათბურების თანადაფინანსების ღონისძიებები; სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის საჭიროების აუცილებლობიდან გამომდინარე, მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა გაგრძელდება; ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ხარისხის ამაღლების და მოსავლიანობის გაზრდის მიზნით, სასოფლო-სამეურნეო მავნე ორგანიზმების და ბუნებრივი კატასტროფების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების ეფექტური სისტემების სრულყოფა მოხდება. აღსანიშნავია, რომ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის სფეროების DCFTA-ის გეგმით გათვალისწინებულ ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან დაახლოება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ჰიდრომელიორირებულ მიწებზე ხელმისაწვდომობა გაიზრდება, განვითარდება და გაუმჯობესდება სარწყავი (საირიგაციო) და დამშრობი (სადრენაჟე) სისტემები და მაქსიმალური ყურადღება დაეთმობა საზღვაო და შიდა წყლებში აკვაკულტურის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას.
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)