|
2020-12-21 13:01:50, 542 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - ენერგეტიკის რეფორმის მთავარი ამოცანაა მეტი კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა
„საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებისა და ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, გაგრძელდება ენერგეტიკის სფეროს ფართომასშტაბიანი რეფორმა, რომელიც 2017 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანდა. დარგში თავისუფალი საბაზრო ურთიერთობების გაძლიერების მიზნით, ენერგიის გადაცემისა და განაწილების საქმიანობა გაიმიჯნება ენერგიის გენერაციის, ვაჭრობისა და მიწოდების საქმიანობისგან, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე გამოსვლისას განაცხადა. მინისტრობის კანდიდატის თქმით, სრული დატვირთვით ამოქმედდება საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა, რომელიც უზრუნველყოფს ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენტული და ღია ბაზრის პრინციპების დანერგვას. მისი თქმით, 2021 წლიდან 2026 წლამდე ეტაპობრივად მოხდება მსხვილი მომხმარებლების ბაზარზე გაყვანა მათი მოხმარების სიდიდისა და ძაბვის მიხედვით. „ეს პროცესი შარშან დაიწყო და გაგრძელდება. პარალელურად, განხორციელდება შესაბამისი რეგულირებული სადგურების ეტაპობრივი დერეგულირება სიმძლავრეების მიხედვით. ხელი შეეწყობა ენერგოეფექტურობის გაძლიერებას. 2020 წელს მიღებული საკანონმდებლო ბაზის საფუძველზე დაიწყება ენერგოეფექტურობის და სტანდარტების დანერგვა არსებული საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილების გათვალისწინებით“, - განაცხადა ნათია თურნავამ. მინისტრობის კანდიდატის თქმით, ენერგეტიკის რეფორმის მთავარი ამოცანაა მეტი კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა, პირველ რიგში, უსაფრთხო, შეუფერხებელი მიწოდების თვალსაზრისით. „ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ იმაზე, რომ ნეგატიური ფაქტორები მოსახლეობას და განსაკუთრებით, მის მოწყვლად ფენებზე ნეგატიურად არ აისახოს. ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, მთავრობა ახორციელებს კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას და ამ მიმართულებით დამატებით ვგეგმავთ სოციალური დაცვის მექანიზმების ამოქმედებას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)